ბავშვთა დაცვის დღე ქუთაისში ეთნიკურ უმცირესობებს მიუძღვნეს
ქუთაისში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიუძღვნეს. საიას ორგანიზებით მოწყობილი ღონისძიების
ფარგლებში ბავშვები თოჯინების თეატრში, გასართობ ცენტრსა და პარკში დაპატიჟეს.
,,მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ასეთი დღე მომიწყვეს.
ყველა ბავშვს ვულოცავ დღევანდელ დღეს,“ – ამბობს ათი წლის დიანა ომეროვი.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა
ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისთვის ღონისძიებები პროექტ ,,ჩვენ ერთი ქალაქის შვილები
ვართ“ – ფარგლებში მოაწყო.
,,აქციის მიზანია საზოგადოებამ გაიგოს, რომ ჩვენს ქალაქში
ასეთ ბავშვებიც არსებობენ. და ეს ბავშვები
საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიანი წევრები არიან, როგორიც ჩვენ,“ – ამბობს
საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი თამარ კიტოვანი. მისივე თქმით, აუცილებელია
საზოგადოებამ ეს მოზარდი თაობა შეამჩნიოს და
ყურადღება მიაქციოს.
ქუთაისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი
მოზარდები, ძირითადად, მოლდოველები არიან.
ავტორი: ანა ჯანაშია