|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნება" 7 ივნისს ქუთაისში აქციას აღარ გამართავს?!

კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ ქუთაისის თვითმმართველობას წერილობით მესამედ, რამდენიმე წუთის წინ მიმართა. ამჯერად, კოალიცია მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარებას 9 ან 10 ივნისს ითხოვს, კვლავ ცენტრალურ მოედანზე. მესამე წერილით, ,,ქართული ოცნება ადგილობრივ ხელისუფლებას ადგილების გაცვლას სთავაზობს.

,,გვაქვს საინტერესო შეთავაზება, ერთი დღით შევცვალოთ ადგილები. ჩვენ მოედანი დაგვითმონ, ბავშვები კი იმ ადგილზე გადაიყვანონ, სადაც ჩვენ გვთავზობენ შეკრებას, 9 – ში ან 10 – ში. ალბათ, ბავშვებს არ ეწყინებათ და არ ელიან კონცერტზე იმდენ მაყურებელს, რომ მოედნის გადაკეტვა დაჭირდეთ. ჩვენ კი, საკადრისად მივიღებთ ჩვენთან მოსულ ათასობით ქუთაისელსაღნიშნა კოალიციაში შემავალი „რესპუბლკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ოცნებას“, 7 ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი აქციის გასამართად, მერიამ უარი უთხრა. თუმცა, ალტერნატიული ფართი შესთავაზა – ბალახვანში, აღმაშენებლის ძეგლტან. მერიამ უარი იმ მიზეზით ახსნა, რომ 1 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ფეტივალ „არტ–ივნისის“ ფარგლებში კონცერტებია დაგეგმილი.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე