|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ხელისუფლება "ქართულ ოცნებას" ცენტრალურ მოედანს უთმობს


ქუთაისის მერიის აპარატის ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსმა თენგიზ თოფურიძემ  რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი მანიფესტის მოწყობის თაობაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობა, კოალიციას ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე,  11 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით მშვიდობიანი მანიფესტაციის გამართვას მათთვის სასურველ დროს სთავაზობს.

„1 ივნისს პარასკევს კუალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან  შემოვიდა მომართვა  ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებების გაცვლასთან  დაკავშირებით მათ მანიფესტაციის ჩასატარებლად. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ  არ გვინდა ეს საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნეს სიტყვის თვისუფლების გამოხატვის შეზღუდვად, ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ 7,8,9 და 10 ივნისს დაგეგმილია მაშტაბური ღონისძებები, ხოლო 11–დან 15 ივნისის ჩათლით ნაკლებად მნიშვნელოვანი ამიტომ ჩვენ  ვთავაზობთ მათ წერილობით დააფიქსირონ მათ მიერ შერჩეული თარიღი ცენტრალურ მოედნის თაობაზე და ჩვენ დაუყონებლივ გავცემთ პასუხს.“– თენგიზ თოფურიძე, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახრის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ „ ქართულ ოცნება“ მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარებას, 7 ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გეგმავდა, რაზეც მერიამ უარი განუცხადა და ალტერნატიული ფართი ბალახვანში, აღმაშენებლის ძეგლთან  შესთავაზა.

როდის გადაწყვეტს,,ქართული ოცნება“ მშვიდობიანი მანიფესტაციის გამართვას, ეს სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი. 

 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა