|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნება“ ქუთაისში აქციას 10 ივნისს ალტერნატიულ ადგილას გამართავს

კოალიცია „ქართული ოცნება“  ქუთაისში მანიფესტაციის გამართვასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ვარიანტს დათანხმდა. აღნიშნულის თაობაზე კოალიციამ მორიგი წერილობითი განცხადებით ქუთაისის მერიას, რამდენიმე წუთის წინ მიმართა. „ქართულმა ოცნებამ“  შეკრებისათვის ერთღიანი ვადა მოითხოვა.

განცხადების თანახმად, კოალიცია თანახმაა აქცია 10 ივნისს, 18:00 საათზე, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალახვანში (ასსაფეხურიან კიბეებთან) გამართოს.

,,ქუთაისის მერიამ, ორჯერ გამოგვიცხადა წერილობითი უარი ცენტრალური მოედნის დათმობაზე და შემოგვთავაზა ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ან სხვა ნებისმიერი ადგილი. კოალიცია მზად არის ღონისძიება გამართოს 10 ივნისს, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. შევიტანეთ წერილობითი მიმართვა და ველოდებით იურდიულად და სამართლებრივად დადასტურებულ პასუხს,“ – აღნიშნა კოალიციის ახალგაზრდული საბჭოს წევრმა, შალვა კიკნაველიძემ.

შეგახსენებთ, რომქართულ ოცნებამშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარებას, 7 ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გეგმავდა, რაზეც მერიამ ორჯერ უარი განუცხადა. იმ მიზეზით, რომ 1 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ცენტრალურ მოედანზე მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი.  სამაგიეროდ, ალტერნატიული ფართი ბალახვანში, აღმაშენებლის ძეგლთან  შესთავაზა.

კოალიციის მიერ მერიაში შეტანილი მესამე განცხადების შემდეგ,  ადგილობრივმა თვითმმართველობა, კოალიციას ქუთაისის ცენტრალურ მოედანი დაუთმო, თუმცა 7 ივნისის ნაცვლად,  მანიფესტაციის განართავ 11 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით შესთავაზა.

,,ნიუპრესის“ შეკითხვას, თუ რატომ არ დათანხმდა ,,ქართული ოცნება“ 2 ივნისს, ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ცენტრალური მოედნის ტერიტორიას, შალვა კიკნაველიძე პასუხობს: ,,ვინ რა განცხადებას აკეთებს არ ვიცი. კომენტარს მერიის აპარატის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან შეხვედრის შემდეგ გავაკეთებ.“

 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა