|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიბლიოთეკიდან თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ?!

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელი გაათავისუფლეს – ეს განცხადება ამ წუთებში კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისში გააკეთეს. კოალიციაში აცხადებენ, რომ მწერალ ცირა ყურაშვილის გათავისუფლება ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე მოხდა.

ცირა ყურაშვილის განცხადებით, ის თავის პოლიტიკურ ორიენტაციას არასოდეს მალავდა. კოალიციაშიც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ყურაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტია.

„დღეს დილით დირექტორმა  დამიბარა და გათავისუფლების მიზეზად ოპტიმიზაცია დამისახელა. ჩემთვის გათავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა. რადგან ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს არასოდეს ვმალავდი. ამიტომ, მზად ვიყავი ამისთვის. კოალიციაში ჩემი საქმიანობის გაგრძელებს ვაპირებ,“ – ამბობს ცირა ყურაშვილი.

ქუთაისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე უარყოფს ინფორმაციას ცურა ყურაშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თაობაზე.  მისი თქმით, თანამშრომლის გათავისუფლების პოლიტიკური მოტივის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო. ნარგიზა ჩოგოვაძე აცხადებს, რომ დაწესებულებაში მიმდინარეობს იპტიმიზაციის პროცესი, რამაც განყოფილების შეერთება და კადრების შემცირება გამოიწვია.

„ოპტიმიზაციის შედეგად ცირა ყურაშვილის გარდა, კიდევ ორი ადამიანი გათავისუფლდა: ნათია ფანცხავა და იამზე ბარდაველიძე. იშვიათი განყოფილებისა და რესტავრაციის სექტორი გაერთიანდა ერთ განყოფილებად. ბიბლიოთეკა არ არის პოლიტიკურ თემებზე სასაუბრო ადგილი და მე ჩემი თანამშრომლების პოლიტიკური ორიენტაციის საკითხით არ ვინტერესდები,“ – აცხადებს ნარგიზა ჩოგოვაძე.

ცირა ყურაშვილი აცხადებს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა გზას მიმართავს  სამსახურიდან გათავისუფლების გამო. კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისში კი ამბობენ, რომ სასამართლოსთვის მიმართვას აზრი არ აქვს.

„ცირა ყურაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტია.  რამდენიმე კვირის წინ, ავტოქარხნის სამხრეთ დასახლებაში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყულაბას წარმოადგენს,  მან ძალიან კარგი ორგანიზება გაუკეთა ამომრჩევლებთან გუბაზ სანიკიძის შეხვედრას. სწორედ ეს ვერ აპატია მას ხელისუფლებამ.

სასამართლოსთვის მიმართვას აზრი არ აქვს. მაგრამ როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცირასა და მისნაირი  ღირსეული ადამიანების უფლებები ჩვენს ქვეყანაში იყოს დაცული,“ – აცხადებს ნატო ქათამაძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა