„ქართულ ოცნებაში“ პროკურატურის ბრალდებებს პასუხობენ [Video]
„ეს ყველაზე სამარცხვინო რამ არის, რაც პროკურატურას
უწერია. სისულელეა ეს ყველაფერი,“ – ამგვარია პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“
რეაქცია საქართველოს პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებაში
პროკურატურა კოალიციას ქუთაისში ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ ამ
დრომდე პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ
ფლობდნენ. კოალიციის ქუთაისის ოფისის პრესპიკერის გია ქობალიანის განცხადებით, გაერთიანების
წარმომადგენლები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მოსახლეობის ოცნების გარკვევის მიზნით
ფლაერებს არიგებდნენ.
„ეს კეთდება იმისათვის, რომ მოსახლეობის საჭიროებები
საარჩევნო პროგრამაში აისახოს. იქ თუ ვინმემ ჩაწერა რომ უნდა ბინა ჰქონდეს, მაცივარი
ან ტელევიზორი, ეს ხელისუფლებისთვის შვი პიარია, რადგან ეს ყველაფერი მას ისედაც უნდა
გააჩნდეს,“ – ამბობს გია ქობალანი.
საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩევლებს მნიშვენელოვანი მატერიალური ფასეულობის გადაცემის დაპირების შემცველ ბლანკებს ურიგებდნენ. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ქმედება ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველო აწარმოებს.
ავტორი: ქრიტინა ქარჩხაძე