|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" წევრებს ძალოვნები ამ წუთებში კითხავენ

ამ წუთებში იმერეთის სამხარეო სამმართველოში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვაზე მიშა მესხი იმყოფება. სამმართველოში კოალიციის კიდევ 5 წევს ელოდებიან.

როოგრც კოალიციის ახალგაზრდული საბჭოს წევრი შალვა კიკნაველიძე ამბობს, ძალოვნებმა „ოცნებელთა“ დაკითხვა გუშინ დაიწყეს. 6 ივნისს, 21:00 საათიდან 22:00 საათამდე  მონაკვეთში საგამომძიებლო ორგანოს წარმომადგენელთა კითხვებს კოალიციის 2-მა წევრმა უპასუხა. კიკნაველიძის თქმით, აღნიშნული პიროვნებები დაკითხვაზე დღესაც იმყოფებიან.

„მე არ შემიძლია რაიმეს თქმა. ის ადამიანები უფრო კომპეტენტურები არიან, რომლებიც დაიკითხეს და მათ ესაუბრეთ,“ - ამბობს შალვა კიკნაველიძე.

შეგახსენებთ, კოალიციის წარმომადგენელთა დაკითხვა პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას უკავშირდება. კოალიციას საგამომძიებლო ორგანო ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას ედავება.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა