ქუთაისში "ქართული ოცნების" აქტივისტები დააკავეს
ქუთაისში დაკითხვაზე მყოფი კოალიცია
"ქართული ოცნების" სამი აქტივისტი პროკურატურამ დააკავა. ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულია: გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი.
"აღნიშნული პირების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების, აგრეთვე სხვა მოწმეთა ჩვენებების, მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიო-ვიზუალური ინფორმაციებისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისათვის (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით). ზემოთ თქმული გარემოებებიდან გამომდინარე, 2012 წლის 7 ივნისს, აღნიშნული პირები დაკავებული იქნენ ბრალდებულის სახით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად" – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის მთავარ სამმართველოში კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს გრიგოლ ამბროლაძეს, მიხეილ მესხსა და მიხეილ ამაშუკელს დღეს დილიდან კითხავდნენ.
კოალიციის
ქუთაისის ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ დაჭერების სერია
გრძელდება და მათი აქტივისტები სხვა რეგიონებშიც დააკავეს.
ავტორი: ნიუპრესი