|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსახლეობის თქმით, პარლამენტში სავარაუდოდ კანცელარიის უკანა კედელი ჩამოინგრა

პარლამენტში სავარაუდოდ კანცელარიის უკანა კედელი ჩამოინგრა - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს.  "ჩვენ გვაქვს ინფორმაციას, რომ დაზარალებულებთან ერთად, არის მსხვერპლი,"- ამბობს პარლამენტის წინ მცხოვრები ფარნაზო სინატაშვილი.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, მაკა გიგაური აცხადებს, რომ ქუთაისის პარლამენტში არანაირი ნგრევა არ მომხდარა. 
ამის შესახებ გიგაურმა ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ქუთაისის პარლამენტის შენობაში ერთ-ერთი ფლიგელი ჩამოინგრა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" წარმომადგენელმა, მშენებლობის პროექტის მენეჯერმა კობა გელაძემ კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი დამხმარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოინგრა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. "თავად შენობას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა ინტერპრესნიუსთან" საუბარში კობა გელაძემ, რომელიც ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

ავტორი: ნიუსპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა