|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამ წუთებში გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

ქუთაისის პარლამენტში ნგრევის შედეგად გარდაცლილის ცხედარს ქუთაისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარტულო ეკიპაჟია მობილიზებული. ექსპერტიზის ბიუროში მედიის დაშვება აკრძალულია. გარდაცვლილი პიროვნების ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. სავარაუდოდ ის ზესტაფონელია, სხვა ვერსიით შესაძლოა გარდაცვლილი წყალტუბოელი იყოს.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებულთა ახლობლები იკრიბებიან, გარდაცლილის თაობაზე ინფორმაცია არც მათ აქვთ.
რაც შეეხევა დაშავებულებს, მათი რიცხვი 20–მდეა. არსებული ინფორმაციით ერთ–ერთი დაშავებული დილის საათებში კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელმაც სავაუდოდ სამედიცინი დაწესებულება უკვე დატოვა.
რაც შეეხება  სხვა დაშავებულებს, მათი ზუსტი ადგილსამყოფელი არ სახელდება. წინასწარი ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებში არიან განთავსებულნი. სავამყოფოებში დაშავებულთა მიღების თაობაზე  ინფორმაციას არ ახმაურებენ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა