|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3 გარდაცვლილის თაობაზე პროზექტურაში ინფორმაციას არც უარყოფნენ და არც ადასტურებენ

ბოლო ინფორმაციით, პარლამენტში ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3–მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას  ქუთაისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ბიუროს პრესსამსახურის წარმომადგენელი სოფო დვალიშვილი სატელეფონო საუბარში აცხადებს მხოლოდ იმას, რომ ეს საკითხი გამოძიების პრეროგატივაა.

ამ დროისთვის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საპატრულო პოლიციის მიერ დაცვა კიდევ უფრო გამკაცრდა. ადგილზე მედიის წარმომადგენელთა შესვლა აკრძალულია.

რაც შეეხება დაშავებულ მუშებს, არც მათი ზუსტი რიცხვი სახელდება. ასევე, უცნობიაპარლამენტის უკანა ტერიტორიაზე ხარაჩოების ნგრევის შედეგად დაშავებული მუშების ადგილსამყოფელი. ბოლო მონაცემებით, ნგრევის შედეგად 4 მუშა მძიმედ დაშავდა, რომლებიც ქუთაისის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სხვა დაშავებულ მუშებს კი სამედიცინო ჩარევა არ დასჭირდათ.

ქუთაისის არცერთ სამედიცინო ცენტრში დაშავებული მუშების მიღების თაობაზე ინფორმაციას არ ახმაურებენ. სავარაუდოდ, ისინი კლინიკურ საავადმყოფოში ჰყავთ გადაყვანილნი. ჟურნალსიტებს საავადმყოფოს შიდა ტერიტორიაზე არ უშვებენ

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა