|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოჩა თევდორაძე - ჩემი ქონება 80 ათას ლარად არის შეფასებული, 50 წლის კაცს ამაზე მეტი არ უნდა ჰქონდეს?"

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოჩა თევდორაძე გამოეხმაურა, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქში ქონების პრივატიზება მის სასარგებლოდ ხდება.
იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი განმარტავს, რომ ქონების გასხვისება და გაიჯარება კანონმდებლობით, ბიუჯეტის შევსების მიზნით არის ნებადართული.
"სხვაზე მეტი არაფერი არ მაქვს. თუკი სახლი, სარდაფი და მანქაანის დასადგომი  ადგილი  ითვლიება კატასტროფად, ეგ არ ვიცოდი. ისე მინდა გითხრათ, რომ მიწის გაყიდვა ქვეყნის გაყიდვას არ ნიშნავს", - განმარტა საგანგებო ბრიფინგზე გოჩა თევდორაძემ. მიის თქმით, ბოლო პერიოდში ქონების პრივატიზების საკითხი გარკვეული ჯგუფების მიერ არის წამოწეული, რომელიც, მისივე მტკიცებით, ადგილობრივი ბიუჯეტის შეუსრულებლობით არის გამოწვეული.
"ვიღაცა "ნაციონალების" თამაშს თამაშობს", - აღნიშნა "პატრიოტმა" თევდორაძემ.

თევდორაძე განმარტავს, რომ  მას წესით იმაზე მეტი ქონება უნდა ჰქონდეს ვიდრე აქვს.
"იმდენ თანამდებობაზე  ვარ ნამუშევარი და თბილისსა და ქუთაისში, სახლი რა გასაოცარია. ჩემი ქონება სულ 75-80 ათას ლარად არის შეფასებული, 50 წლის კაცს ამაზე მეტი არ უნდა ჰქონდეს?", - ამბობს გოჩა თევდორაძე.

ავტორი: თეკლა მორგოშია