|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე-მერი - პროექტები არ ჩავარდნილა, ამას ციფრებიც ადასტურებენ

"იქ, სადაც არის დიდი ფული, ყოველთვის არიან არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები",  - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა, თენგიზ თოფურიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

აღნიშნული შეხვედრა დღეს "დემორკატიული ჩართულობის ცენტრში" გაიმართა, სადაც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლებმა 5 თვიანი მუშაობის შედეგებზე ისაუბრეს.
მათი განმარტებით, ქალაქში კეთილმოწყობითი სამუშაოების ტენდერების დიდი ნაწილი დაგვიანებით გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზი კი საპროექტო ორგანიზაციების მხრიდან კონკურსებზე დაგივანებით შემოსვლა გახდა.
"არსებოობდა საფუძვლიანი ეჭვი ბოიკოტის თაობაზე. ჩვენ გავაცხადეთ ამის თაობაზე და მოვითხოვეთ სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა ამ პროცესებში. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა საპროექტო ორგანიზაციების მხრიდან დაინტერესება," - განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ზამბახიძემ.
2013 წლის 15 ნოემბრის მონაცემებით, ქუთაისში გამოცხადებული 247 ტენდერი. ვიცე-მერი თენგიზ თუფურიძე განმარტავს, რომ განსახორციელებლი ტენდერების ნაწილი გადავა 2014 წელს. მისივე თქმით, პროექტები არ ჩავარდნილა და ამას ციფრებიც ადასტურებენ.

ავტორი: დეა მანაგაძე