|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკით დაზარალებულები დახმარებას ირაკლი ღარიბაშვილს თხოვენ

პარლამენტის წინ იპოთეკით დაზარალებულები მორიგ აქციას მართავენ. ისინი საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ. როგორც პარლამენტის წინ შეკრებილი იპოთეკით დაზარალებულები აცხადებენ, მათ მოსასმენად და საკითხის გადასაწყვეტად, ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოიცალა და ახლა ახალი პრემიერის იმედი აქვთ.

"ყოველდღე გვპირდებიან, რომ ჩვენი საქმის გადაწყვეტა მოხდება. თუმცა, საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება რეალურად არ ხდება. ამასობაში კი იმატა ადამიანების გამოსახლების ფაქტებმა, სახლკარდაკარგული ადამინების და ინფარქტების რიცხვმა. ესენი კი, ჯერ შიდა პილიტიკა არ მოუგვარებიათ და ევროინტეგრაციაზე საუბრობენ. ბატონო პრემიერო, ჯერ ჩვენ თუ არ მოგვხედეთ, ისე საგარეო პოლიტიკა არ მოწესრიგდება," – ამბობენ იპოთეკით დაზარალებულები.

იპოთეკით დაზარალებულები დაბალპროცენტიან სესხებსა და აღსრულების შეჩერებას ითხოვენ.   

ავტორი: ანა ჯანაშია