|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია - ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიმართ მკაცრი ზომების მიღება მოგვიწევს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, ხელშეკრულება შუწყდებათ და შავ სიაში შევლენ. აღნიშნული განმარტება მურღულიამ, საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. 

"თუკი შევხედავთ, რომ საქმე არ კეთდება, მაშინ  მოგვიწევს უფრო მკაცრი ზომები მივიღოთ. ეს კი იქნება მაგალითი სხვა ფირემებისათვის, რომ დაკისრებული ვალდებულება შეასრულონ", - განმარტა საკრებულოს სხდომაზე მურღულიამ. მისი თქმით, კომპანიების შავ სიაში შეყვანა კანონშესაბამისია. 

ავტორი: თეკლა მორგოშია