|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "ნაციონალი" - შოთა მურღულაის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები, ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებლად შოთა მურღულაის დანიშვნას იწონებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა, გია უკლებამ გააკეთა.

"მინდა გამოვეხმაურო ქუთაისში მერის მოვალეობის შემრულებლის ხშირ ცვალს. მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება შოთა მურღულიას დანიშვნა ამ თანამდებობაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობთ, რომ მურღულია ბევრ ინოვაციურ იდეებს შემოგვთავაზებს", - განაცხადა უკლებამ. 
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მურღულია და "ნაციონალები" განსხვავებული პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, მზად არიან ითანამშრომლონ. 

ავტორი: თეკლა მორგოშია