|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალები" - ქუთაისის მერიის სამაშველო სამსახურში ადგილი აქვს კრიმინალს

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკო კოღუაშვილის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გამოეხმაურნენ.
"ნაციონალი" დეპუტატის, გია უკლებას განცხადებით, ნიკო კოღუაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიტიკური ნიშნითაა დანიშნული და მისი საქმიანობა დაკავებულ თანამდებობაზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
"მაშინ, როცა მოხდა 11 კვალიფიციური მეხანძრის დათხოვნა და სანაცვლოდ, არაკვალიფიციური მეხანძრეების მიღება, გასარკვევია რას აკეთებს ამ სამსახურის უფროსი. ეს სამსახური ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან აქ ადგილი აქვს კრიმინალს," - განაცხადა გია უკლებამ.
უკლება ასევე, სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსის, კახა მაჩიტიძის გათავისუფლებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მაჩიტიძე დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.
"სამსახურის ყოფილი უფროსი, კახა მაჩიტიძე ორჯერ გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით. მან ერთხელ უკვე გაასაჩივრა და მოიგო სასამართლო პროცესი. მეორედაც მოიგებს, რადგან სიმართლე მის მხარესაა," - განაცხადა გია უკლებამ.
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურში ბოლო პერიოდში ხელშეკრულებით აყვანილია არაკვალიფიციური პირები, რომელთაც სურვილიც კი არ გააჩნიათ მეხანძრედ იმუშაონ და მათ აიძულებენ ამ სამუშაოს შესრულებას.
   
 

ავტორი: დეა მანაგაძე