|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი სხდომაზე უკრაინის დროშით გამოცხადდა

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალი" დეპუტატი, გია გოქაძე უკრაინის სახელმწიფო დროშით გამოცხადდა.

გოქაძის განცხადებით, მან ამ ჟესტით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. 
"ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მოვითხოვ ქუთაისში, ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას, რომელმაც სისხლის კალო მოაწყო უკრაინაში, ქალაქ ჟიტომირში," - განაცხადა გია გოქაძემ.
გია გოქაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ასევე, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას სოლიდარობის ნიშნად, მცირე ზომის ტრანსპარანტიც წარმოადგინა.    

ავტორი: დეა მანაგაძე