ქუთაისის მერიამ საკუთრებაში არსებული ავტომანქანები შს სამინისტროს გადასცა
ქუთაისის მერიამ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ორი ავტომანქანა შინაგან სამინისტროს გადასცა.
ავტომანქანების ("ლენდროვერ დეფენდრის" NZYG-370 და NMOW-511) გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ბესიკ ცქიფურიშვილის განმარტებით, ამ დრომდე შსს–ს აღნიშნული ავტომანქებით სარგებლობის უფლება ჰქონდა.
"დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კი მანქანები სამინისტროს საკუთრებაში გადაეცა", - განმარტა ცქიფურიშვილმა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა