დავით ნარმანია – წერტილი უნდა დაესვას იმას, რაც ქუთაისზე ნეგატიურად მოქმედებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, ქუთაისის მერიაში შეხვედრა გამართა. მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით ქუთაისის მერია ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტების გახორციელებას აქტიურად შეუდგება. „გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისში ხშირ საკადრო ცვლილებებს ჰქოდნა ადგილი, ჩვენამდე მოდიოდა ის ინფორმაციები, რომ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ამის გამო ფერხდებოდა და ვერ სრულდებოდა. ეს უნდა დასრულდეს. დროა ერთად დავალაგოთ ამ ქალაქში ის რაც დასალაგებელია. განხორციელდეს ყველა მიმდინარე პროექტი და ასევე მოხდეს, მომვალი წლის პროექტების დაგეგმვა. ქუთაისი არ უნდა შეეწიროს თანამდებობების ცვლას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდნ დაესვას იმას, რაც ქუთაისზე ნეგატიურად მოქმედებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით ქუთაისის ახალი მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დიდი დანაკლისია, თუმცა მისი ქუთაისში მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე დანიშვნა ქალაქს მეტად წასწევს წინ. თავად სამინისტრო კი მზადყოფნას გამოთქვამს ქუთაისიდან წამოსული საინტერესო პროგრამებისა და ინიციატივების მხარდასაჭერად.
ავტორი: ანა ჯანაშია