|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი ქუთაისში საოპერო სპექტაკლს ესწრება

ამ წუთებში ქუთაისში, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "დაისის" მეორე მოქმედება მიმდინარეობს. სპექტაკლს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრება. თეატრში შესვლა სხვა მსურველებისთვის მხოლოდ მოსაწვევებით შეიძლებოდა. 
ბალანჩივაძეების სახლეობის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრეზიდენტი 20:10 საათზე მივიდა. დარბაზში შესვლამდე მან მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში საქართველოში არსებულ თეატრებზე, მათ რეაბილიტაციასა და განვითარებაზე ისაუბრა. შემდეგ კი სპექტაკლის პირველ მოქმედებას ბოლომდე დაესწრო, რომელიც დაახლოებით 45 წუთი გრძელდებოდა.
პირველი მოქმედების შემდეგ გამოცხადებულ შესვენებაზე სააკაშვილი თეატრის შენობის გარეთ გავიდა და ცენტრალურ ბაღში იმერეთის მხარის გუბერნატორთან, ლაშა მაქაცარიასთან ერთად გაისეირნა, ჟურნალისტების გარეშე. სავარაუდოდ პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა. თუმცა, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ნათია ბაძელაძენ ჟუნრალისტებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილი გარეთ მყოფმა პოლონელმა ტურისტებმა იცნეს და ამის შემდეგ გაესაუბრა მათ პრეზიდენტი.
მცირე შესვენების შემდეგ სააკაშვილი ოპერის თეატრში დაბრუნდა. ამ წუთებში ის "დაისის" მეორე მოქმედებას ესწრება.
სპექტაკლი დაახლოებით ნახევარ საათში დასრუდლება, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ პრეზიდენტი ქუთაისს დატოვებს. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე