დისტანციური სასამართლო პროცესი ვიდეოკონფერენციის გამოყენებით
დღეს ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოში დანიშნული პროცესი – სამოქალაქო
დავა კერძო პირსა და შპს ,,მატრიქსს“ შორის, ვიდეოკონფერენციის გამოყენებით წარიმართა.
მოპასუხე მხარის – შპს ,,მატრიქსის“ ადვოკატი, სარჩელის განხილვის პროცესში დისტანციურად,
თბილისის ოფისიდან ჩაერთო.
ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაცვის მხარე საქმის განხილვის გამარტივებული
მეთოდით სარგებლობს და საქართველოში პირველი შემთხვევაა, როდესაც მხარის წარმომადგენელი
ერთვება ვიდეოკონფერენციაში.
დღევანდელ პროცესზე
მოსარჩელე მხარემ, ბათუმის სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამ გადაწყვეტილების
მიხედვით, აპელანტი გურამ გოგიტიძე, ერთი წლის განმავლობაში უკანონოდ სარგებლობდა ქობულეთში,
შპს ,,მატრიქსის“ კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთითა და შენობა – ნაგებობებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით, მას 58 100 აშშ დოლარის ანაზღაურება
დაეკისრა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე