|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ეროვნულ დემოკრატები“ ჯანდაცვის სეფროში არსებულ კანონდარღვევებზე საუბრობენ

ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და კანონდარღვევებზე ისაუბრეს დღეს ,,ეროვნულ დემოკრატიული“ პარტიის იმერეთის რეგიონალური  ბიუროს წარმომადგენლებმა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ედპ – ს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, შოთა ინანეიშვილმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, ექიმების უფლებებზე, სადაზღვევო სისტემის გაუმართაობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მთავარი პრობლემა არის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, რომელიც მთელი საქართველოს პრობლემაცაა. საუბარია როგორც ფინანსურ, ისე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე. ერთადერთი გამოსავალია, რომ სახელმწიფო გადავიდეს საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაზე. შეეძლოთ ადამიანებს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა და მომსახურეობის მიღება,“ – აღნიშნა შოთა ინანეიშვილმა. მისი თქმით, მეორე პრობლემა ექიმების უუფლებო მდგომარეობაა, რადგან მათ  არანორმალური სამუშაო გრაფიკი და დაბალი ანაზღაურება აქვთ.

„მომავალ პარლამენტში შევალთ იმ ინიციატივით, რომ შეიქმნას კანონი ექიმის შესახებ. ექიმი კანონით უნდა იყოს დაცული,“ – განაცხადა ინანეიშვილმა.

ბიუროს ხელმძღვანელმა, ჯანდაცვის სფეროში არსებულ ჯანონდარღვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების მფლობელები გახდნენ,  აგრძელებენ სამედიცინო პესონალის უმუშევრად დატოვების ტრადიციას და ამისთვის გამოცდების პრაქტიკას იყენებენ. პარტია მიიჩნევს, რომ ეს კანონდარღვევაა, რადგან სამედიცინო პერსონალის ცოდნის და კვალიფიკაციის დადგენა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების პრეროგატივაა.     

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა