|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში მიწების გაყიდვა ხელოვნურად ფერხდება"

ქუთაისში მიწების გაყიდვის ხელოვნურად შეფერხებას აპროტესტებს „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მამუკა მღვდელაძის თქმით, მიწების გაყიდვის პროცედურები ხელოვნურად გართულებულია, რის გამოც, ორი წლის განმავლობაში, არცერთი ნაკვეთი დაინტერესებულ მოქალაქეზე არ გაყიდულა.

„ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, ორ წელზე მეტია მიწის შესყიდვას და ვერ შეძლეს. პასუხიც ვერ მიიღეს, თუ რატომ არ ყიდიან ქუთაისში მიწებს. ბიუროკტარიული ბარიერებით არის გადატვირთული სიტუაციური ნახაზის მომზადება, მიწე–მოწერა მერიის ეკონომიკურ სამსახურსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. სამინისტროდან დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაშიც კი, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეები პასუხს მაინც ვერ იღებენ“ – აღნიშნა მამუკა მღვდელაძემ, რომელსაც კონკრეტული ფაქტი არ დაუსახელებია.

,,ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ქუთაისში საქართველოს პარლამენტის გადმოტანას უკავშირდება, რადგანაც ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, მიწებზე ფასები მოიმატებს და სარფიანი გახდება.

,,ახალი მემარჯვენეები“ მოითხოვენ, ეკონომიკის სამინისტრომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მოხსნას ხელოვნური ბარიერები ქუთაისში მიწების შეძენაზე და მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება თავისუფალი კონკურენციის პირობებში, შეიძინონ მიწები საკუთარ ქალაქში. 

ქუთაისის მერიაში "ახალი მემარჯვენეების" ბრალდებაზე და მიწების გაყიდვის შესაძლო ხელოვნურ შეფერხებაზე კომენტარს არ აკეთებენ. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა