|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი: 2013 წლის ბოლოსთვის ქუთაისს 24–საათიანი წყალმომარაგება ექნება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისის 48 ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს, 13 ქუჩაზე კი დაზიანებული საკანალიზაციო ქსელი შეკეთდება.  ამ ეტაპისთვის ქუთაისში 221 დაზიანებაა აღრიცხული და შესწავლილია მაგისტრალური ქსელი, რომლის რეაბილიტაცია ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. წყალმომარაგების კომპანია ახალი ქსელის მშენებლობას საკუთარი სახსრებით გეგმავს.

„წყლის თემა მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია ქუთაისთვის. უკვე, რამდენიმე წელია, მიმდინარეობს წყლის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ნაწილი დასრულებულია და დღეს, ქუთაისის 20000 აბონენტს აქვს 24–საათიანი წყალი. ქალაქის 98 პროცენტი პრაქტიკულად გადავიდა ყოველდღიურ გრაფიკზე, თუმცა პრობლემები კვლავაც მწვავეა. წყლის კომპანასთან ერთად ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ პრობლემებს და ამ კამპანიის შედეგად, გადაწყდა  შეკეთდებს 70–მდე წერტილი. 2013 წლის ბოლოსთვის ქუთაისს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება,“ – აღნიშნა ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ, რომელმაც დღეს მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

„გაუსაძლის, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით კიევის ქუჩის მცხოვრებლები. საშინელი სუნი იყო. სასიხარულოა, რომ ამხელა პრობლემა მოგვიგვარდება და ბავშვები არ დაგვეწამლება“ – აღნიშნა ქუთაისში მცხოვრებმა ზაირა ახვლედიანმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მიმდინარე სამუშაოები მინიმუმამდე შეამცირებს წყალქცევებს და დაზოგილი წყლით, საშუალება იქნება კიდევ მეტად გაიზარდოს გრაფიკი. მიუხედავად იმისა, რომ 143 კმ. ქსელი განახლდა, ჯერ კიდევ დარჩენილია მოძველებული სისტემა. ქმილების ამორტიზება სელში წყლის დიდმა მოცულობამ და მაღალმა წნევამ გამოიწვია.

„შესწავლა და დაგეგმვა მოხდა იმ პრობლემებური ადგილების, სადაც ხშირი იყო წყალქცევები და  აგრეთვე, პრობლემა იყო კანალიზაციის. წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაიგეგმა ღონისძიება, რის საფუძველზეც განხორციელდება ქუთაისში წყალთან დაკავშირებული 48 პრობლემის და კანალიზაციასთან დაკავშირებული ორი მასშტაბური პრობლემის მოგვარება. შედეგად, ქალაქში ნაკლები იქნება წყალქცევები, მოსახლეობას კი ხარისხიანი და გაუმჯობესებული გრაფიკით მიეწოდება წყალი,“ –  აღნიშნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორმა ლაშა გურგენიძემ.

წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისში ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს.   

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა