საპატრიარქოს განცხადება ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით
ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
"ვინაიდან მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ძეგლის, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის უხეში დარღვევით, ვბრძანებ:1 ა. წ. 18 ივნისიდან დროებით შეჩერდეს ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები;
2.დაევალოს ადგილობრივ მღვდელმთავარს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი), საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე;
3.ეთხოვოს ხელისუფლებას, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან თანამშრომლობით მოახდინოს ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩაშენებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, რათა შემდეგ ორმხრივად შეთანხმებული პროექტის მიხედვით გაგრძელდეს სარესტავრაციო სამუშაოები.
4.დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნების, ხუროთმოძვრებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს, განახორციელოს მონიტორინგი აღნიშნულ სამუშაოებზე.
5.ბრძანების შესრულებაზე ზოგადი კონტროლი განახორციელოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა ( იაკობიშვილი)."
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა