"ქართული ოცნების" წევრებმა ქუთაისელ აქტივისტებს გირაოს თანხა გადაუხადეს
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ორ აქტივისტს – კობა ჯაბუასა და ნინო ყურუას გირაოს თანხა კოალიციის წარმომადგენლებმა დღეს გადაუხადეს. "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თანხა საკუთარი სახსრებით შეგროვეს და ამით სოლიდარობა გამოუცხადეს ქუთაისელ აქტივისტებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, კობა ჯაბუასა და ნინო ყურუას გირაოს სახით 3000–3000 ლარის გადახდა მიმდინარე წლის 9 ივნისს დააკისრა, როგორც ამომრჩეველთა მოსყიდვაში ბრალდებულებს. „ქართული ოცნების“ აქტივისტებს სასამართლოს მიერ გირასო სახით დაკისრებული თანხის გადახდის 10–დღიანივადა ხვალ ეწურებოდათ.
"გირაოს დაკისრების დღიდან, კოალიციის ახალგაზრდა მხარდამჭერებმა დავიწყეთ თანხის შეგოვება, ჩვენი სახსრებით მოვაგროვეთ საკმარისი თანხა და დღეს გადავრიცხეთ საბანკო ანგარიშზე. ძალიან ბევრი ადამიანი აგროვებდა ამ თანხას," – ამბობს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი წარმომადგენელი შოთიკო ძაგნიძე.
ავტორი: ნიუპრესი