|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაბორატორია საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებისთვის

„სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში“ -ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამი თანამედროვე სასწავლო ლაბორატორია გადაეცა. ლაბორატორიები  ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის კაბინეტებისათვის საჭირო ჭურჭლითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.

„ასეთი ლაბორატორიების არსებობა უნივერსიტეტის სოციალური ფუნქციის შესრულებას უწყობს ხელს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის, არამედ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. ლაბორატორია ხელს შეუწყობს საბუნებისმეტყველო საგნების შემდგომ პოპულარიზაციას,“ - განაცხადა სასწავლებლის  რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

სასწავლებელში  ახალი ლაბორატორიის გახსნის პროცესს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ესწრებოდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის ლაბორატორია საქართველოში მხოლოდ ილიას უნივერსიტეტს გააჩნია. როგორც ქურდაძემ განმარტა, მის ფუნქციას საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის ზრდა, ხოლო დაინტერესებული პირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს. 

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ახალ ლაბორატორიას ისეთი მახასიათებლების განსაზღვრა შეუძლია, როგორიცაა ტემპერატურა და რადიაციული ფონი.

პროექტი „სტუდენტთა  აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში“, რომელიც  TEMPUS -ის გრანტის ფარგლებში ხორციელდება,  2010 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში გათალისწინებულიასატრენინგო კურსიც.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა