|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალბურთში ქუთაისის ღია პირველობა დაიწყო

40-წლიანი პაუზის შემდეგ, წელს პირველად, წყალბურთში, ქუთაისის გარდამავალი თასის ღია პირველობა ტარდება. ორდღიან ტურნირში ოთხი გუნდი მონაწილეობს: თბილისის ,,ლიგამუსი“, საჩხერის ,,ივერია“, ბათუმის ,,ბათუმი“ და ქუთაისის ,,იმერი“. ტურნირი  „ლაგუნა ქუთაისის“ კომპლექსში ტარდება.

„ჩემპიონატში 1998 წლიდან და მის ზემოთ ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობენ. მსგავსი ტურნირი ქუთაისში წლებია არ ჩატარებულა. თუკი, ამ ჩემპიონატით დაინტერსება მოხდება, შესაძლოა იგი საერთაშორისო ტურნირადაც იქცეს“ – აღნიშნა უფროსმა მწვრთნელმა გიორგი ქუთათელაძემ.

ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს, ქუთაისის გარდამავალი თასი გადაეცემა.

ტურნირი ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა