„ერთი ლამაზი დღე ქუთაისს“ ყვავილების აქციით
ქუთაისში
ყვავილების საერთაშორისო დღე აღინიშნა. „ერთი ლამაზი დღე“ ყვავილების აქციით
ქუთაისლებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია GeoCapital-მა აჩუქა.
GeoCapital -მა ყვავილები მოქალაქეებს ქუთაისში თამარ მეფის, წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩებში დაურიგა. მოსახლეობას
ყვავილებთან ერთად, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის შესახებ საინფორმაციო ფლაერებიც გადაეცათ.
GeoCapital -მა ყვავილების საერთაშორისო დღის
მილოცვა კონკურსის – „აჩუქე ერთი ლამაზი დღე
ქუთაისს“ ფარგლებში მოაწყო. ყვავილების აქციის იდეის ავტორი ქრისტი ქუთათელაძე,
რომლის იდეამ მიკრო საფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში
გაიმარჯვაა. „აჩუქე ერთი ლამაზი დღე ქუთაისს“-ის გამარჯვებულის გამოსავლენად GeoCapital -მა კონკურსი ერთი თვის წინ
გამოაცხდა.
„კონკურსის მიზანი იყო კრეტიული იდეის წარდგენა, რათა ქუთაისლებისთვის ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა.
ასევე, ჩვენი მიზანია, ამ ლაზი დღით დაამახსოვრდეთ ჩვენი ორგანიზაცია. ეს
ყველაფერი კი იმისკენ არის მიმართული, რომ ორგანიზაციის ცნობადობა გავზარდოთ
საზოგადოებაში“, - განმარტა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია GeoCapital -ის რეგიონალურმა
დირექტორმა ირმა მაზუროკ-ნიკოლაძემ.
კონკურსის ფარგლებში კრეატიული იდეების წარდგენა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციითვის სოციალური ქსელის
facebook-ის საშუალებით მიმდინარეობდა. სწორედ, სოციალური ქსელში „ლაიკების“
რაოდენობის მიხედვით მოხდა კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენაც. GeoCapital -ისთვის
წარდგენილ შვიდ იდეას შორის ყველაზე მეტი
მოწონება ქრისტი ქუთათელაძის იდეამ
– ყვავილების საერთაშორისო დღეს ყვავილების აქცის მოწყობამ მოიპოვა.
„ვიცოდი, რომ ყვავავილების საერთაშორისო დღე იყო 21
ივნისი და ამიტომაც გადავწყვიტე ეს იდეა წარმედგინა კონკურსში და მოიწონეს
კიდევაც“, - განმარტა ქრისტი ქუთათელაძემ.
GeoCapital -მა გამარჯვებულს საჩუქრად 500 აშშ
დოლარი გადასცა.
მიკრო საფინანსო ორგანიზაცია საზოგადოებაში
ცნობადობის ამაღლების მიზნით მსურველებისთვის ასევე, უფასო ტრენინგ–სემინატრების
ჩატარებას გეგმავს 23 ივნისიდან. ტრენინგები
ბიზნესის დაფინანსების საკითხებზე ჩატარდება. სესიის დამთავრების შემდეგ კი
მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
GeoCapital –ი ქუთაისში ახლადგახსნილი მიკრო საფინანსო
ორგანიზაციაა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია მომხმარებლებს კონკურენტული ტარიფები,
საუკეთესო მომსახურება და ელემენტარული ფინანსური განათლება შესთავაზოს.
ავტორი: თეკლა მორგოშია