|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ველოსიპედით მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, „პრივატ ბანკის“  მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ ახალგაზრდა მამაკაცს დაეტაკა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანამ სავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფებიან  საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, მომხდარის გამომწვევს მიზეზებსა და  ბრალეულის ვიაობას გამომძიებელი დაადგენს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე