|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახსნა–განმარტების გარეშე დალუქული "გლობალ–ტვ"–ის ოფისი დაფნარში

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში დებარე "გლობალ–ტვ"–ის  ოფისი დალუქულია. ოფისს ყადაღა სამართალდამცავებმა გუშინ დაადეს. როგორც "გლობალ–ტვ"–ის ოფისის იმერეთის რეგიონის მენეჯერი ირაკლი  გურგენიძე განმარტავს, სამართალადამცავებმა ოფისი  ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე დალუქეს.  

"ოფისის პირველი სართულია დალუქი, სადაც ანტენები გვქონდა შენახული. ოფისში მაინც ვართ. თუცა, არ ვიცით როდის მოხსნიან ყადაღას ან საერთოდ რას იძიებენ", – ამბობს ირაკლი გურგენიძე.

სოფელ დაფნარში  "გლობა–ტვ" ოფისი ორსართულიან კერძო საცხოვრებელ  სახლში აქვთ ნაქირავები. newpress.ge–ის ვიზიტისას ოფისის ეზოში მიმოფანტული ტექნიკური მოწყობილობები დახვდა.

როგორც "გლობა–ტვ" იმერეთის რეგიონულ ოფისში  აღნიშნავენ,  მოსახლობისთვის ანტენების დადგმა მათი სურვილის მიხედვით მიმდინარეობდა. მათივე თქმით, ამდროისთვის მხოლოდ ოფისია დალუქული. სამართალდამცველები მოსახლობისთვის უკვე გადაცემულ და დადგმულ ანტენებს არ შეხებიან.

თავად სოფელ დაფნარის მოსახლეობის განმარტებით, "გლობალ–ტვ"–ის  მიერ შეთავაზებული ანტენების დადგმისგან საჯარო სამსახურებში დასაქმებული ოჯახები თავს იკავებდნენ.

"ჩვენ არ დაგვიდგია რადგან, სოცილაურ დახმარებას ვღებულობთ. ვინმეს გაღიზიანებისგან თავი შევიკავეთ", – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი სალომე კუტალაძე.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა