„ფეროში“ შეთანხმება მიღწეულია
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის („ჯორჯიან
მარგანეზი“) თანამშრომლებს ხელფასი 35%–ით გაეზრდებათ. ეს შეთანხმება ქარხნის
ადმინისტრაციასა და აქციის იმ მონაწილეებს შორის შედგა, რომლებიც დღეს ხელფასის
გაორმაგებას ითხოვდნენ.
„ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორივე მხარის მოლაპარაკების პროცესი უზრუნველყო და მაქსიმუმი გააკეთა შედეგის მისაღწევად. გადაწყდა, რომ ქარხნის თანამშრომლების ხელფასები 35 %-ით გაიზრდება,“ – ამბობს იმერეთის
გუბერნატორის მოადგილე გია აბესალაშვილი.
დღეს მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთი ნაწილია ის, რომ დაახლოებით ერთ თვეში მხარეებთან მოლაპარაკებები კვლავ განახლდება, სადაც მუშების ანაზღაურების მომატების საკითხზე ისევ იმსჯელებენ.
ავტორი: ნიუპრესი