ქუთაისში ნიკეას ნაგავსაყრელის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულებულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან ერთად, ქუთაისში ნიკეაზე ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ " შპს" საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილიც. პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
ნაგავსაყრელის ტერიტორიის შესწავლის საფუძველზე შემუშავდა ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი და დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ტერასები, არსებული ნარჩენები მთლიანად გადაიფარა 30 სმ თიხნარი გრუნტის საიზოლაციო ფენით, მოეწყო ძირითადი და დროებითი სამანქანო გზები.
ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა კი განხორციელდება 2014-2017 წწ, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არსებული ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





15:45
20:24
20:21
15:01
14:59
















