ქუთაისის მერი მივლინებით გერმანიაში იმყოფება
ქუთაისის მერი, შოთა მურღულია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. მურღულია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე დღეს წავიდა.
კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებს მიეძღვნება.
გერმანიაში შოთა მურღულიასთან ერთად, თბილისის მერი, დავით ნარმანიაც იმყოფება.
აღნიშნულ კონფერენციაზე ქართული დელეგაციების გარდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც იმყოფებიან.
ქუთაისის მერი ექვსდღიანი ვიზიტით მიმდინარე წლის 18 -23 სექტემბერს ისრაელშიც იმყოფებოდა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა