ქუთაისის მერია ზამთრისთვის სპეცტექნიკას მიიღებს
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ზამთრის სეზონისთვის მზადებას იწყებს. აღნიშნულ საკითხებზე ამ წუთებში ქუთაისის ვიცე-მერი, ნოდარ მიქიაშვილი სამსახურის უფროსებთან თათბირს მართავს.
მიქიაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა უახლოეს 45 დღეში ზამთრისთვის საჭირო სპეცტექნიკას მიიღებს. რომელიც მიქიაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში იქნება.
შეხვედრაზე მიქიაშვილმა განმარტა, რომ ზამთარში ფორსმაჟორული სიტუაციისთვის მნიშვნელოვანია დამეტებით თანხების გამოყოფა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა