ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს სამ მილიონად შეფასებული საქორწინო საჩუქარი უსახსოვრა
სულ ცოტა ხნის წინ 23 აგვისტოს, ანჯელინა ჯოლი და ბრეს პიტი ოფიციალურად დაქორწინდნენ.
უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქორწინო საჩუქრის შესახებ, რომელიც ანჯელინა ჯოლიმ თავის ქმარს უსახსოვრა. მათი შეუღლების აღსანიშნავად, ჯოლიმ პიტს სამ მილიონად შეფასებული საათი აჩუქა.იტყობინება The Daily Mail.
იშვიათი შვეიცარული Patek Philippe-ის ფირმის პლატინის საათი, 1952 წელს არის დამზადებული და მისი ღირებულება 3 მლნ დოლარს შეადგენს.
ქრონომეტს ამშვენებს წარწერა „როლის ნენსისგან". სწორედ ამ სახელებს ატარებენ ახალი ფილმის „ზღვასთან" , ჯოლისა და პიტის პერსონაჟები.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინას და ბრედს სამი საერთო და სამი ნაშვილები შვილი ჰყავთ. წყვილი რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობს.
"info9"
ავტორი: ნიუპრესი