|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მომავალ წელს მთავრობა პენსიების ზრდას არ აპირებს

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2014 წელს სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის ჯამში გამოყოფილი იყო 1.97 მილიარდი ლარი. იმავე პროექტით განსაზღვრული საპროგნოზო მაჩვენებელი  კი 2015 წლისთვის 2.13 მილიარდი ლარით იყო განსაზღვრული.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად კი, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის იგეგმება, რომ 2.01 მილიარდი ლარი გამოიყოს, რაც 2014 წელს, 2015 წლისთვის დაგეგმილ მაჩვენებთან შედარებით, 5.6%–ით არის შემცირებული.

მთავრობის პრიორიტეტი წელსაც ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფაა.

მთავრობა აღნიშნავს, რომ სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის პროექტს სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს.

BDD-ს მიხედვით, რომელიც ეკონომიკის განვითარების საშუალოვადიანი  გეგმაა და 2015 -2018 წლებს მოიცავს, მთავრობა, პენსიების ზრდას არ აპირებს. 

დოკუმენტის თანახმად "ქვეყანაში მოხდება, სოციალური რისკების განეიტრალება და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა ხანდაზმული მოქალაქეებისათვის.

ეფექტიანი და ფინანსურად მდგრადი საპენსიო და სოციალური დახმარების სისტემის განვითარებით მოწყვლადი ჯგუფების საარსებოდ აუცილებელი ფულადი შემოსავლებით და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა; საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხელშეწყობა".

2015 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ საპენსიო სისტემის არსებითი რეფორმა, რომელიც ამ სისტემის დაგროვებით პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, დაეფუძნება სავალდებულო საპენსიო დაზღვევას.

 იხილეთ სრულად

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი