|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰაკერებმა აშშ-ს ფინანსურ სისტემაზე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელეს

ჰაკერებმა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ სისტემაზე შეტევა განახორციელეს, კერძოდ საინვესტიციო გიგანტი ბანკის JP Morgan Chase-ის ბაზებში შეაღწიეს, რასაც კლიენტების მონაცემთა მოპარვა მოჰყვა.

კრიმინალებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 80 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა.

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიურო ვარაუდობს, რომ მსგავსი ტიპის კიბერშეტევის განხორციელება ჩვეულებრივი კრიმინალური ჰაკერების კომპეტენციას სცდება და სავარაუდოდ, საქმე რუსეთის მიერ დაფინანსებულ სახელმწიფო სისტემაში მომუშავე სპეციალისტებთან გვაქვს.

აღნიშნული დანაშაული, აშშ-ს კორპორატიულ ისტორიაში, ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევად აღიარეს

dw.de

"info9"

ავტორი: ნიუპრესი