ანტისანიტარია ქუთაისის ცენტრში (ვიდეო)
ფალიაშვილის ქუჩაზე იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარიული მდგომარეობა ადგილობრივებს აწუხებთ. ადგილი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მის მიმდებარედ სწრაფი კვების ობიექტებია განთავსებული. იქ დასაქმებული ადამიანების თქმით, პრობლემის მოგვარების თხოვნით მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ობიექტების მეპატრონეების თქმით, ადგილზე შექმნილი ანტისანიტარა აუტანელი განსაკუთრებით ზაფხულში ხდება. მათი თქმით, აქ ადრე სკვერი იყო, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრის აშენება გადაწყვიტეს. თუ ვის განკარგულებაშია აღნიშნული ტერიტორია და რატომ არ ხდება მისი დასუფთავება, საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი" მოკვლევას ატარებს, რის შედეგებსაც მოგვიანებით მოგაწვდით.
ავტორი: ანა ჯიქია, ბექა გერაძე