|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში 16 მაისიდან გამოიდარებს

საქართველოს მასშტაბით 15 მაისის ჩათვლით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, მომდევნო დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა, საშუალოდ, დღისით +22, ღამით +13 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 15 მაისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა. ტემპერატურა საშუალოდ +22, ღამით +13 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს. მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა ხვალ დღისით +17, ღამე +13 გრადუსი იქნება. 14 და 15 მაისს დღისით ტემპერატურა +20 გრადუსი, ღამე +10, +13 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 16 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს, ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და 19 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა