|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სოციალური პროგრამისთვის 140 000 ლარიან ტენდერს აცხადებს

ცერებლარული დამბლით დაავადებული პირების და მათი მომვლელების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, მრავალშვილიანი დედების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების შავი ზღვის მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე, კურორტული სამკურნალო- სარეაბილიტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისთვის მერია 140 000 ლარიან ტენდერს აცხადებს.

„მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს ბენეფიციარების  შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტული სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევა (სულ - 400 ბენეფიციარი). ბენეფიციარებმა (ერთ ნაკადზე არანაკლებ 80 ბენეფიციარი) უნდა დაისვენონ მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე 10 დღით, პირველ ზოლში, სანატორიუმის ტიპის კორპუსში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ადაპტირებული გასასვლელი ზღვაზე, იზოლირებული ეზო,  ეტლის გადაადგილებისათვის საჭირო პანდუსი და არანაკლებ სამ ადგილიანი ოთახები, მოწესრიგებული სველი წერტილებით, დაცული სანიტარული ნორმებით. „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს დღეში სამჯერადი კვება მაღალკაროლიური საკვებით, დიაბეტით დაავადებულებისათვის დიეტური კვებით, სამკურნალო მასაჟით, სამაშველო და სადღეღამისო პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევა.  „მიმწოდებელი“ ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს 2015 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 15 სექტემბრამდე. წინადადებების მიღება 21 მაისს დასრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა