|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გადამარჩინე, "ოცნება"-აქცია პარლამენტთან(ვიდეო)

იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია პარლამენტის წინ მოაწყვეს. მათი მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს გამოსახლებები  და მიეცეთ დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები.

"ძალიან დიდი ხანია, ამ პრობლემის ქვეშ ვიმყოფებით, ვაწყობთ აქციებს, მაგრამ  ყურადღებას არავინ  გვაქცევს. გამოსახლებები გრძელდება, გაუსაძლის პირობებში ვართ",- განაცხადა იპოთეკით დაზარელებულმა მარინა გვადიბაძემ.
აქციას პარტია "თავისუფალი საქართველო" შეურთდა. პარტიის იმერეთის ბიუროს თავმჯდომარის გიორგი წულაიას განმარტებით, მთავრობის წარმომადგენლებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.
"თუკი ინებეს მოსვლა და სხდომა არ "ჩასტრახეს", მოვაწყობთ სირცხვილის კორიდორს, რათა გამოვაფხიზლოთ და იქნებ მიხვდნენ რა არის სახელმწიფოს ფუნქცია. მინდა ვუთხრა ჩვენს ძვირფას მთავრობას,   იმიტომ გაქვთ ხელფასი, რომ დაეხმაროთ ასეთ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში. მინდა ვუთხრა, ამ უგუნურ მთავრობას 3 ბავშვი დაიწყვა ქობულეთში  და მერე დაიწყენ ფიქრი,  თურმე უნდა შეიცვალოს  ნორმატიული აქტები, თურმე კანონმდებლობაა გასამყარებელი. დიდი ტრაგედია, რომ მოხდა მერე  დაიწყეს ფიქრი. ასობით ადამიანი უნდა დარჩეს ქუჩაში,რომ მერე "გამოიფხიკონ ყურები"? ", - აღნიშნა წულაიამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის აპარატის უფროსის ვალერი ტეტუნაშვილის თქმით, მოთხოვნები ჩაინიშნა და აუცილებლად ეცდება  განიხილოს დაზარალებულების პრობლემები.
"ბანკებზე ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ, რადგან  კერძო სტრუქტურაა, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, როგორმე დავეხმაროთ ამ ადამიანებს", -განაცხადა ტეტუნაშვილმა. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა