საკრებულოს უმრავლესობაში ყოფილი "ნაციონალების" გადაწყვეტილებას მწვავედ აფასებენ
ქუთაისის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ქუთაისის“ შექმნას, საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან მწვავე შეფასებები
მოჰყვა. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განმარტებით, მათი უკვე
ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილება და პარტიის დატოვება მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო კახა ნურალიძის გადაწყვეტილება.
რადგან ის ძალიან აქტიური წევრი იყო ჩვენი პარტიის. ვერ გამიგია, თუკი ფიქრობდა სხვაგან
გადასვლას რატომ დაგვიჭირა მხარი, როცა ქალაქის მერი ერთხმად ავირჩიეთ. მინდა ერთი რამ
გულწრფელად გითხრათ, ნურალიძე არის მოულოდნელობა, რომელსაც არაფერი აინტერესებს გარდა, პირადი კეთილდღეობისა და თანამდებობისა“,
– ასე აფასებს ყოფილ თანაგუნდელს საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი.
რაც შეეხება, კიდევ ერთ ყოფილ თანაგუნდელს გიორგი სიხარულიძეს,
ამირან ხვადაგიანის განმარტებით,
სიხარულიძემ „ნაციონალებისგან“ გამიჯვნის
გადაწყვეტილება ღიად გააკეთა და ამდენად, მისი
გადაწყვეტილება მოულოდნელი არც იყო. „ზოგადად, წარმატებები მინდა ვისურვო ამ ფრაქციას.
მაგრამ მინდა იცოდეთ, სანამ მე ვარ საკრებულოს თავმჯდომარე, ის კურსი და ინტერსები
გატარდება, რომელიც ამდრომდე იყო. ეს ქალაქის
ინტერესების დაცვა იყო და იქნება. რას და როგორ გააკეთებს ახალი ფრაქცია, ამას დრო და საზოგადოება ნახავს.
ასევე, საზოგადოებაა შემფასებელი თითოეული მათგანის ამ გადაწყვეტილების“, – განმარტავს ამირან ხვადაგიანი.
ანალოგიურ შეფასებას აკეთებენ, საკრებულოს უმრავლესობის
სხვა წარმომადგენლებიც. „კარგია, რომ საკრებულოს კიდევ ერთი ფრაქცია დაემტება და
ამით ქალაქის საკანონმდებლო ორგანო გაძლირდება. ამ ეტაპზე ამაზე მეტ კომენატრს
და შეფასებას ვერ გავაკეთებთ. რადგან, ყველამ იცის, თუ რამდენად აქტიურები იყვნენ
საკრებულოს სხდომებზე ის ადამიანები, რომლებიც დღეს ახალი ფრაქციით არიან წარმოდგენილნი“,
– განმარტავს საკრებულოს უმრავლესობის წევრი მერაბ მეშველიანი.
„ეტყობა მოილაპარაკეს ბიჭებმა, რომ გაერთიანებული იყვნენ
და გაერთიანდნენ. მე ვერ და არ ვიქნები მათი ნაბიჯის შემფასებელი. თუკი ნურალიძეს თავის
თანაგუნდელებთან ჰქონდა რაიმე პრობლემა ან შენიშვნა ეგ უნდა ეთქვა და არა ჩუმად მიეღო
რაღაც გადაწყვეტილება. ვინ სადაც არ უნდა იყოს,
საკრებულო მაინც ერთ საქმეს გააკეთებს და ეს ყველამ კარგად იცოდეს“, – განმარტავს საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე.
ქუთაისის საკრებულოში ახალი ფრაქციის „ქუთაისის“ დამტკიცების
შესახებ განაცხადი უკვე შევიდა. „შემოვიდა განცხადება, რომელსაც
განვიხილავთ და დამტკიცდება“, – ამბობს საკრებულოს აპარატის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი.
ქუთაისის საკრებულოში
ამდრომდე სულ სამი ფრაქცია იყო წარმოდგენილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, „მაჟორიტარების“
ფრაქცია და„ქრისტიან–დემოკრატიული“ ფრაქცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოს უმრავლესობის უკვე
ყოფილმა წევრებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს
და საკრებულოს ოპიზიციონერ დეპუტატთან მამუკა
მღვდელაძესთან ერთად ახალი ფრაქცია „ქუთაისი“
დააფუძვნეს, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.
ავტორი: თეკლა მორგოშია