|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრში სამხატვრო საბჭო აირჩიეს

დღეს, 1 ნოემბერს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სამხატვრო საბჭო აირჩიეს.

საბჭო, 15 წევრის შემადგენლობით, არჩევნების გზით დაკომპლექტდა. არჩევნებში მონაწილეობას ძირითადად დასის წევრები იღებდნენ. საბჭოს წევრებიც უმეტესად დასიდან შეირჩა.

საბჭოს თავმჯდომარე თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე გახდა.  დანარჩენ 14 წევრს კი – ავთო სახამბერიძე, გვანცა ჯავახაძე,  კახაბერ გოგოლაშვილი,  ევა ხუტუნაშვილი, მარიკა სამანიშვილი, გიორგი შალამბერიძე, ზვიად სვანაძე, ენდი ძიძავა, ანზორ ხერხაძე, დავით როინიშვილი, დავით გაჩეჩილაძე, ინგა კაკიაშვილი, ნინო ჭოლაძე და ნიკოლოზ კობახიძე წარმოადგენენ.

საბჭო თეატრში წამოჭრილ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელებს და თეატრის მხატვრულ დონეზე აიღებს პასუხისმგებლობას. განიხილავს პროექტებს, დაამტკიცებს ან დაბლოკავს მათ.

„სამხატვრო საბჭო არის სათათბირო, სადაც თეატრის წარმომადგენლები შევიკრიბებით, ერთად მოვითათბირებთ და ერთად გადავწყვიტავთ სხვადასხვა საკითხებს. ეს ფორმა უფრო დემოკრატიული მეჩვენება, თანაც პასუხისმგებლობა გადანაწილდება.  უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება ერთმანეთში. ვიმუშვებთ თეატრისა და ქალაქის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა საბჭოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ.

საბჭოს დემოკრატიულ ფორმაზე მიუთითებს რეჟისორი პაატა მილორავაც.  „ადრე თეატრებში ყოველთვის იყო სამხატვრო საბჭოები. რამოდენიმე თეატრში საბჭოთა პერიოდის შემდეგაც შენარჩუნდა. ეს არის საკმაოდ დემოკრატიული ფორმა, გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი, მთელი თეატრისათვის, როგორც დასისათვის, ასევე, მომსახურე და ტექნიკური პერსონალისათვის~, –  ამბობს პაატა მილორავა.

მილორავა დემოკრატიის დეფიციტზეც და იმ ზეწოლაზე საუბრობს, რაც მესხიშვილის თეატრს წინა ‘ნაციონალური“ ხელისუფლების დროს ჰქონდა. „ხელოვნება, კულტურა  უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფოსა და ხელისუფლების მართვისაგან. რადგან  წინა ხელისუფლების დროს სერიოზული ზეწოლა ჰქონდა ჩვენს თეატრს. ცნობილი მოვლენები რომ გავიხსენოთ, როცა ხელისუფლებამ სეზონის გახსნის საშუალება არ მისცა თეატრს“, – აღნიშნავს მილორავა.

სამხატვრო საბჭოს არსებობას საჭიროდ და მისაღებად მიიჩნევს მსახიობი და საბჭოს წევრი მარიკა სამანიშვილიც.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ ყოფილიყო სამხატვრო საბჭო, რომელიც იქნებოდა პრინციპული ადამიანებიდან დაკომპლექტებული. დასმა ნდობა გამოგვიცხადა. მმართველთან ერთად რიგ საკითხებში ვიქნებით პასუხისმგებლები. შევთანხმდებით თეატრის ბედ–იღბალთან დაკავშირებით: ეს იქნება რეპერტუარი, რეჟისორის მოწვევა, პიესის განხილვა, თუ სხვა საკითხები. ადამიანები, რომლებიც ადრე გარე–გარე ლაპარაკობდნენ, ახლა აქ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას“, – აღნიშნა მარიკა სამანიშვილმა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა