|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო ქალაქის ცენტრი გაზიფიცირების გარეშე

ქუ­თა­­სის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში,  თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებლებს, მრა­ვალ­გზის მოთხოვ­ნის მიუხედა­ვად, ბუნებრი­ვი აი­რი ამ­დრომ­დე არ მი­­წო­დებათ. მო­სახლეობის გან­მარ­ტებით, გა­ზი­ფი­ცი­რების სა­კითხის მოგ­ვა­რებაში თვით­მმარ­თვე­ლობას  წლებია  მი­მარ­თა­ვენ.

„პი­რა­დად მე, სა­მი წე­ლია ქა­ლა­ქის მე­რი­­ში განცხადება შე­მაქვს ბუნებრი­ვი აი­რის გაყვა­ნის მოთხოვ­ნით, მაგ­რამ სულ ტყუი­ლად. უკ­ვე მომბეზ­რდა, და­ვი­ღა­ლე  განცხადებების უშე­დე­გო შე­ტა­ნით. უბრა­ლოდ, სირცხვი­ლი­ა, 21-ე სა­­კუ­ნე­ში,  სა­პარ­ლა­მენ­ტო ქა­ლა­ქის ცენ­ტრში  მო­სახლეობას ბუნებრი­ვი აი­რი არ ჰქო­დეს. მა­შინ რო­ცა, სად­ღაც სო­ფელ­ში გა­ზი­ფი­ცი­რება არის. სოფ­ლებშიც იყოს, მაგ­რამ ჩვენ რა და­ვა­შა­ვეთ?!", - ამბობს თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა №30-ში მცხოვ­რები მა­გუ­ლი ბურჯანა­ძე. მი­სი­ვე თქმით, განცხადებები ქა­ლა­ქის მე­რის სახელ­ზე შეჰქონ­დათ. თუმ­ცა, წე­რილს რე­­გი­რება არ მოჰყოლი­ა.

„ჩვე­ნი მოთხოვ­ნა, აქ­ტი­­რად, შა­მუ­გი­ას მე­რობის დროს და­ვაყენეთ, მაგ­რამ არც მას და მის შემ­დგომ მე­რებს ამ­დრომ­დე  არა­ფე­რი გა­­კე­თებიათ", - აღ­ნიშ­ნა­ვენ თა­მარ მე­ფის ქუ­ჩის მაცხოვ­რებლები.

ქუ­თა­­სის მე­რი­­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ  მათ  მო­ვა­ლეობაში არ შე­დის მო­სახლეობის გა­ზი­ფი­ცი­რება. „მხოლოდ ის შეგ­ვიძ­ლი­ა, რომ ჩვენ­თან შე­მო­სუ­ლი განცხადებების სა­ფუძ­ველ­ზე ამ ადა­მი­­ნებს რე­კო­მენ­და­ცია გა­ვუ­წი­ოთ იმათ­თან,  ვი­საც ევა­ლება ამ სა­კითხის მოგ­ვა­რება", - ამბობს ქუ­თა­­სის  მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის უფ­რო­სი ლე­ვან ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლი.

რო­გორც ირ­კვე­ვა,  სს „ქუ­თა­ის­გაზ­მა" თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე გაზ­გა­მატ­რი მი­ლების გაყვა­ნის სა­მუ­შა­ოები მიმ­დი­ნა­რე წლის ზაფხულ­ზე და­იწყო. „ქუ­თა­ის­გაზ­ში" ირ­წმუ­ნებიან, რომ თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე დაწყებული  სა­მუ­შა­ოები, ეტა­პობრი­ვად მიმ­დი­ნა­რეობდა და ამ­დრო­­სათ­ვის, სა­მუ­შა­ოები დამ­თავ­რებული­ა.

„თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე გაზ­გა­მატ­რი მი­ლების გაყვა­ნა ჯერ კი­დევ გა­ზაფხულ­ზე და­ვიწყეთ და და­ვას­რუ­ლეთ უკ­ვე. თუ ვინ­მე პრე­ტენ­ზი­ას  გა­მოთ­ქვამს, შე­უძ­ლია განცხადებით მოგ­ვმარ­თოს", - ამბობს სს „ქუ­თა­ის­გა­ზის" დი­რექ­ტო­რი ტა­რი­ელ კობახიძე.

ად­გი­ლობრი­ვი მცხოვ­რებლების შეშ­ფო­თებას, მა­თი­ვე თქმით,  იწ­ვევს ის ფაქ­ტიც რომ „ქუ­თა­ის­გა­ზის" მე­პატ­რო­ნე შე­იც­ვა­ლა. „ცნობილი­ა, რომ  „ქუ­თა­ის­გა­ზი" „სო­კარ­მა" იყიდა. ვში­შობთ, ამან რა­­მე შე­ფერხება არ გა­მო­იწ­ვიოს გა­ზის შეყვა­ნის კუთხით ან თუნ­დაც,  გა­ზის მო­წო­დების მხრივ. ჩვენ­თვის არა­ნაი­­რი მნიშ­ვნე­ლობა არ აქვს, ვინ იქ­ნება მე­პატ­რო­ნე. მთა­ვა­რია, ზამ­თარს მომ­ზა­დებულები შევხვდეთ", - გან­მარ­ტა­ვენ ად­გი­ლობრი­ვები.

„ქუ­თა­ის­გაზ­ში" დარ­წმუ­ნებულები არი­ან, რომ   მე­პატ­რო­ნის შეც­ვლის გა­მო, „ქუ­თა­ის­გა­ზის" აბონენ­ტებს არა­ნი­რი ხარ­ვე­ზი არ შე­ექ­მნებათ. „ჩვენს  აბონენ­ტებს იმის გა­მო, რომ „ქუ­თა­ის­გა­ზის" მე­პატ­რო­ნე შე­იც­ვა­ლა არა­ნა­­რი პრობლე­მა არც გა­ზი­ფი­ცი­რების და არც გა­ზის მი­წო­დების კუთხით  არ შექ­მნებათ. პი­რი­ქით, შე­იძ­ლება ამან სა­სი­კე­თო ცვლი­ლებაც გა­მო­იწ­ვი­ოს ტა­რი­ფების გა­დახედ­ვის კუთხით", - ამბობს ტა­რი­ელ კობახიძე.

 ქუ­თა­ის­ში პირ­ვე­ლად ბუნებრი­ვი აი­რი 1975 წელს შეიყვა­ნეს. გაზ­გაყვა­ნი­ლობის სა­მე­ურ­ნეო სა­კითხებზე პა­სუხის­მგებელი მა­შინ „საქ­გა­ზი" იყო. რო­გორც „ქუ­თა­ის­გაზ­ში" გან­მარ­ტა­ვენ, ქა­ლა­ქის გა­ზი­ფი­ცი­რება ეტა­პობრი­ვად, მო­სახლეობის მოთხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ხორ­ცი­ელ­დებოდა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­დრო­­სათ­ვის ბუნებრივ გაზს 50 000 აბონენ­ტი მოიხმარს. „რე­­ლუ­რად აბონენ­ტი მე­ტი არის, მაგ­რამ იმის გა­მო, რომ მო­სახლეობის გარ­კვე­­ლი ნა­წი­ლი ად­გილ­ზე არ ცხოვ­რობს, ჩვენ მხოლოდ მუდ­მი­ვი მომხმარებლის სტა­ტის­ტი­კა გვაქვს", - გან­მარ­ტა­ვენ „ქუ­თა­ის­გაზ­ში".

რო­გორც ცნობილი­ა, რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია „იტე­რა-სა­ქარ­თვე­ლომ", რო­მე­ლიც ქუ­თა­­სის გარ­და, რუს­თავს, გორს, ბოლ­ნისს, კასპს, თეთ­რიწყაროს, სამ­ტრე­დი­ას, ვანს და თერჯოლას ამა­რა­გებდა, ბუნებრი­ვი აი­რის სა­მე­ურ­ნეო სა­კითხები პირ­და­პი­რი წე­სით „სო­კარს" მიჰყიდა. სო­კარ­მა" კი თა­ვის მრხივ,  სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­­ნების გა­ზი­ფი­კა­ცი­ის პი­რობა უკ­ვე და­დო.

ავტორი: თეკლა მორგოშია