ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში საუკეთესო ბალერინად აღიარეს
ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ბალერინაა. ბრიტანულმა გამოცემამ "The Telegraph" მსოფლიოს იმ ბალერინათა სია გამოაქვეყნა, რომლებმაც საბალეტო ხელოვნების მოყვარულებს თავი დაამახსოვრეს. ყველა დროის 12 საუკეთესო ბალერინას შორის ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილი მე-6 ადგილზე გავიდა.
მსოფლიოს საუკეთესო ბალერინების ჩამონათვალი ასეთია: პირველ ადილზე- ანა პავლოვა გავიდა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბალერინა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა საბალეტო ხელოვნებაში. მეორე ადგილი - გალინა ულანოვამ დაიკავა, მესამე - ალისია მარკვამ, მეოთხეზე- მარგო ფონტეი გავიდა, მეხუთეზე -ნადია ნერინა, მეექვსე ადგილი კი, ქართველ ბალერინას ნინო ანანიაშვილს ხვდა წილად. მეშვიდე ადგილზე სილვი გილემი, მერვეზე - დარსი ბუსელი, მეცხრეზე- ულიანა ლოპატკინა, მეათეზე- თამარა როხო, მეთერთმეტეზე -ალინა კოჟოკარუ, მეთორმეტე ადგილზე კი ახალგაზრდა ბალერინა ნატალია ოსიპოვა გავიდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი