|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნონა გაფრინდაშვილმა და „ნეტფლიქსმა“ შეთანხმებას მიაღწიეს

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა და „ნეტფლიქსმა“ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას უცხოური მედია აცრცელებს. თუმცა შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ გამცხდარა. 

"ნეტფლიქსის“ პრესსპიკერის განცხადებით,  კომპანია "მოხარულია, რომ საკითხი მოგვარებულია".

სარჩელი ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. გაფრინდაშვილის სარჩელში აღნიშნულია, რომ კომენტარი „აშკარად მცდარი, უხეშად სექსისტური და დამამცირებელია“ და რომ "ნეტფლიქსმა“ შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზნით იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს არ გაუკეთებიათ.

მედიის ინფორმაციით, ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა.

ავტორი: ნიუპრესი