|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა არ შეუფარდა.

ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა და იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც აუცილებელი იყო პატიმრობა, რადგან ბრალდებულს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ იზიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ასევე ის აცხადებდა, რომ კონფლიქტი ოჯახში გარეშე პირების ჩარევით ხდებოდა.

მომხდარზე გამოძიება 126- ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი: