ორთოპედიული ქამრები ორსულებისთვის
ორთოპედიული საორსულე ქამრები ორსულობის მესამე ტრიმესტრიდან გამოიყენება. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ეს პროდუქტი ასევე ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, წელის ტკივილის შემცირებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას. საორსული ქამრების გამოყენების მთავარი მიზანი მშობიარობამდე მყოფი ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. უნდა ვიცოდეთ, რომ საორსულე ქამრების სხვადასხვა მოდელი არსებობს და სწორად უნდა შევარჩიოთ ისინი.
ორთოპედიული ქამრების ბენეფიტები ორსულობის დროს
ორსულობის ქამრებს მშობიარობამდე პერიოდში ქალები აქტიურად გამოიყენებენ. ეს პროდუქტი მათ სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარება, მაგალითად:
- მუცლის დაწევა;
- დისკომფორტი წელის არეში;
- ხერხემალზე დატვირთვის შესამსუბუქებლად და სხვ.
როგორ შევარჩიოთ საორსულე ქამრები?
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - Anita და მორსასა/MorsaCyberg ორთოპედიული ქამრები ორსულებისთვის. ეს პროდუქცია დამზადებულია ბამბის ელასტიური ჰაერგამტარი ქსოვილისგან და მასში არსებული ფორების წყალობით ოფლის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი. საორსულე ბანდაჟს აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომლებიც ფიქსაციას აძლიერებს. თუ ორსულობის დროს დაჭიმულობას გრძნობთ და ზურგის არეში ტკივილს განიცდით, მაშინ 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ორსულობის სამაგრი უნდა ატაროთ, რომელსაც ზურგ-დამჭერიც აქვს და ხერხემალში ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს.
ავტორი: